კომენტარები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 17 თებერვლის განცხადებიდან, სადაც უწყება მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:
“Susanna Meladze – ახვრებო ! დღეს უნდა მივაბაროთ მიწას ორი ადამიანი ერთი ოჯახიდან, სამჯერ აცრილი იყო ერთი (შვილი), მოხუცი ორჯერ იყო აცრილი, დარჩა უპატრონოდ 16 წლის მოზარი გოგონა. ვინ არის პასუხისმგებელი მის მომავალზე ?! გამყრელიძე თავისი ხროვით ????”
“რატო არაა აცრილები მთავრობა, სხვა თანამდებობის პირები, ძალოვანები, მედ პერსონალი, ხო თავებს იკლავენ ვაქცინა იცავსო ხოდა აიცრან ბატონი თავის ოჯახებით და კი გამოვა 80%”
“აცრილისგან რომ გადაგედება,როგორ ვარ დაცული და როგორ აიცრა ის ჩემი გულისთვის???”
“ტრიტრიმ არ მუშაობსო და ჯერ ერთ ჩვენებაზე ჩამოყალიბდით.”
“კი, მაგრამ სამი თვით ვადააგრძელებული ვაქცინა რა ბედენაა”
“250 ადამიანიდან 90 რომ აჰაჰავებს ამ პოსტს იმიტომ ვართ ზოგადად კარგად… მაინც რას ითხოვთ რომ მეცნიერებამ გააკეთოს… თუ შელოცვა გვიშველის გადამდები ინფექციებისგან… ვისაც დაჩიპვის გეშინიათ ჯერ მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები გადაყარეთ… ისე ესეთი მიკრო ზომის ჩიპები ჯერ არ გამოუგონიათ სითხესთან ერთად შპრიცით რომ შეიყვანონ კუნთში და დარჩეს ადამიანის ორგანიზმში…”
“ჯანდაცვის სამინისტროს მოვუწოდებ, რომ უარი თქვან ანტივაქსერების მკურნალობაზე. თუ მათ კოვიდი დაემართებათ, გამოკეტეთ კოვიდ სასტუმროში ან სახლში. შემდეგ კი შეუყარეთ მირონი, ბალახები, ბზა და სალოცავები. თავს მიხედონ თავად. შეუგზავნეთ ანაფორიანები ყოველგვარი პორბადის გარეშე და ის ვაი ექიმები, ვინც აცრას ეწინააღმდეგებიან და იყვნენ თავისით უმკურნალონ საკუთარ თავს. მერე ვნახავთ ვინ გადარჩება! მაგ მავნებლებს არ სჭირდებათ მკურნალობა და რესურსების დახარჯვა. დაუკეტეთ ჰოსპიტალები! როგორც ისინი არ ზრუნავენ არავიზე ისე თქვენც არ უნდა იზრუნოთ მათზე. მართალია ეს არაჰუმანური დამოკიდებულებაა, მაგრამ უკვე ყელში ამოვიდნენ, სხვა გზას არ ტოვებენ. დაიღალა ყველა კოვიდზე საუბრით.”
“წამახალისებელი თანხას მოემატა?”
“შემოიტანეთ ვადიანი ფაიზერი. პირადად მე 2ჯერ ვარ აცრილი.ბუსტერიც მიწევს .მაგრამ ვადაგასულის გაკეთება არ მინდა.”
დაავადებათა კონტროლის ოფიციალურ გვერდზე, ვაქცინაციის მოწოდების წერილის ქვეშ, კომენტარების სრული უმრავლესობა ვაქცინის მოწინააღმდეგეებს ეკუთვნით, რასაკვირველია, უწყებიდან მათ საჯაროდ არავინ პასუხობს.
როგორც ხედავთ, მოქალაქეებმა უკვე გამოიყენეს პრემიერის უცნაური განცხადება ვაქცინაციაზე.
კომენტარები