გენინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“იმედს ვიტოვებ, რომ მედია არ ირბენს ეკლესიებში და არ დაიწყებს ხალხის დათვლას ათზე მეტი დგას თუარა და სინოდის პოზიციას სახელმწიფოს საპირისპირო მოქმედებად არ შერაცხავს…
ეს დაპირისპირება არ გამოგივათ ვითომ “კეთილისმსურველებს”.
ეკლესიამ თავის საქმე, რომ იცის ეს საუკუნეების გამოცდილებამ აჩვენა. გვაქვს სინოდის გადაწყვეტილებაც და ზოგიერთი სასულიერო პირიც თუ მორჩება განსხვავებულ, ზედმეტ მჭერმეტყველებას, მრევლის დაბნეულობას და დაძაბვას კარგი იქნება. სახელმწიფო და ეკლესია ზედმეტი ჩარევების გარეშეც საკმარისად თანამშრომლობს ერთმანეთთან. ასე მარტივად, პირველივე შემთხვევაზე ნუ “გაშიფრავთ” თავს.
ხოლო ისინი ვინც რელიგიური მსოფლხედველობიდან შორს ხართ, რატომ მსჯელობთ ამ საკითხებზე. რას ეძებთ? ეს ის შემთხვევაა გამოთქმა “ვინც ეძებს პოულობს კიდეც” ისეთს იპოვით, რომ არ გამოგადგებათ…
ეხლა დაპირისპირების დრო კი არა, ერის და ბერის ერთსულოვნების დროა..”
კომენტარები