ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, საგანგებო ბრიფინგზე ამბობს:
გუშინ ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ორი რეგიონი და რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინა დაშლილი, მან თქვა, რომ რუსული ჯარები განლაგდება ამ ტერიტორიებზე. ასევე ახსენა, რომ უკრაინის მთავრობის იურისდიქციაში არ იმყოფება ეს ორი რეგიონი.
ვუსმენდით მის გამოსვლას, რაც ისაუბრა, ყველაფერი ცდებოდა რაციონალურ აზროვნებას, იპყრობენ უკრაინას და ცდილობენ გამართლების მიღებას დუმისგან. საპასუხო სანქციები იქნება და თუ რუსეთი გაარძელებს ძალისმიერ აქტივობას, სანქციები გამკაცრდება.
პირველი სანქცია ეს არის ფინანსურ ინსტიტუციებზე, მეორე რუსეთის ვალზე რომელიც ვერ იქნება დაფინანსებული უცხოური წყაროებიდან. ხვალიდან იქნება სანქციები რუსეთის ლიდერებსა და მათ ოჯახის წევრებზე.
მე პუტინს ვუთხარი დაახლოებით 1 თის წინ, რომ ჩვენ ერთად ვიმოქმედებთ და იმ წამს, როდესაც პუტინი გადადგამს უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენც გადავდგამთ ნაბიჯს.
ჩვენ ვუწესებთ სანქიცებს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VTB-ს და სამხედრო ბანკს. რუსეთის სუვერენულ ვალზე ყოვლისმომცველ სანქციებს ვაწესებთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვწყვიტეთ რუსეთის ხელისუფლება დასავლეთს ფინანსებს. დასავლეთისგან აღარ შეეძლება ფულის მოზიდვა და აღარ შეეძლებათ ახალი ვაჭრობა ჩვენსა, თუ ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან დაიწყება და მომდევნო დღეებშიც გაგრძლდება – ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტას და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ თამაშებს და ასევე უნდა გაიზიარონ შედეგებიც. გერმანიასთან კოორდინაციით დავრწმუნდით, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2 წინ ვეღარ წავა.
მშვიდობის დაცვას აქვს თავისი ფასი. გულწრფელი უნდა ვიყოთ ყველასთან, მე ნამდვილად ვუზრუნველჰყოფ იმას, რომ ჩვენ ზარალს მივაყენებთ რუსულ ეკონომიკას და არა ამერიკულს. განვახორციელებთ მნიშვნელოვან გეგმას, რომელიც უზრუნველჰყოფს მსოფლიო ენერგოსექტორის სტაბილურობას.
ვიცეპრეზიდენტი კარლა ჰარისი იმყოფებოდა მიუნხენის კონფერენცია და ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ერთად მუშაობენ, რომ მშვიდობა იყოს უზრუნველჰყოფილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოკავშირეების დაცვა.
გუშინ მსოფლიომ ნამდვილად აღიქვა ის საფრთხე, რასაც ვლადიმერ პუტინი და მისი განცხადებები წარმოადგენს. დიალოგს უკვე, ფაქტობრივად, აზრი არ აქვს. ის თავს დაესხა უკრაინას. კითხვა, არის თუ არა აგრესორი რუსეთი, აღარ ისმის. ნამდვილად აგრესორია. თვალყურს მივადევნებს რუსეთის ქმედებებს და არა სიტყვებს. მზად ვართ პასუხი გავცეთ რუსეთს ერთობით. დიდი იმედი მაქვს სიტუაციოის დასტაბილურების.
კომენტარები