ჟურნალისტი, ვიკა ბუკია:
“დღეს სამსახურში 22:22-მა რო ჩამოკრა, იკივლეს, არიქა ხმამაღლა უნდა თქვათ სურვილიო. ყველა სადღაც გავარდა. და მეც ავყევი, რა ვიცი, დავრბოდი მთელს ტელევიზიაში, ყველგან ვიღაც იყო, მომერიდა ახლა სხვების თვალწინ ხავილი რომ მინდა ჯანმრთელი ოჯახის წევრები, კაი ქვეყანა და ბევრი ფული, თან ცოტა რომ გიტყდება მკითხაობაში რომ ხარ ჩართული თუ რაღაც, ვეცი უცებ ტუალეტს, რაც დავინახე ეგ იყო, შევვარდი დაფეთებული და ვიკივლე ჩემი სურვილები, მოვასწარი. გაიღო კარი, გამოჩნდა ბატონი ლევანი:
“შეგეძლო ეს ყველაფერი ქალების ტუალეტში გენატრა, ვიკა.”
კომენტარები