საბერძნეთში კარანტინის წესების დარღვევისთვის კიფირის მიტროპოლიტი სერაფიმე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაკავების მიზეზი კარანტინის პირობებში საეკლესიო ღვთისმსახურების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვის დარღვევა გახდა.
გამოცემა News Beast-ის ცნობით, 20 მარტს მიტროპოლიტმა, კუნძულ კიტირაზე, ქალაქ ხორაში არსებულ ტაძარში ლიტურგია ჩაატარა. მეუფის საქმეს ახლა პროკურატურა სწავლობს.
ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში კორონავირუსის 530 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 13 ადამიანი გარდაიცვალა, 19 კი განიკურნა.
კომენტარები