აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა წლიური ხელფასი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფონდში გადარიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
კორონავირუსთან ბრძოლის მხარდამჭერი ფონდი ილჰამ ალიევის ბრძანებით 19 მარტს შეიქმნა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Azertag-ის ცნობით, ილჰამ ალიევის თვიური ხელფასი 15 ათასი მანათია (9 000 დოლარი).
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 53 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი განიკურნა.
კომენტარები