რუსთავი2-ის ეთერში, პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ საუბრისას ამბობს:
“რუსეთის ხელისუფლებამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა არამხოლოდ უკრაინა, დასავლეთი, ნატო. ჩვენ შეშფოთებულნი ვადევნებთ თვალყურს შესაძლებლობიების ფარგლებში მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს. რაც შეეხება კითხვას, რა შეიძლება გააკეთოს მეტი საქართველომ, რომელიც თავის მხრივ ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ, გამიჭირდება იმაზე მეტის თქმა, რაც გითხარით. ვაკვირდებით, როგორ გასცემს პასუხს დასავლეთი რუსეთის ამ გამოწვევას, ამ ტესტს.
მკაფიოდ და ნათლად მინდა ვთქვა, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე.”
ჟურნალისტის კითხვას, რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს ეკონომიკაზე, რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა, პრემიერი ასე პახუსობს:
“ნამდვილად რთულია იმის თქმა, რა გავლენა ექნება შესაძლო სანქციებს რუსეთის მიმართ, როგორ აისახება ეს რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად რა გავლენა ექნება ამას ჩვენ ეკონომიკას, ამას ჩვენი ანალიტიკოსები სწავლობენ. ბოლომდე არ არის სურათი გამოკვეთილი. გარკვეული სანქციები დაუწესეს, ამის მეტი ჯერ არაფერი გვსმენია.
ჩვენ ამ სიტუაციაში და ზოგადად, გვმართებს ნაკლები ემოციები. პრაგმატულობა და ეროვნული ინტერსებით მოქმედება უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი.
ვაკვირდებით დასავლელი პარტიონერსბის რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენ ქვეყანაზე და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს.”
კომენტარები