რუსთავი2-ის ეთერში, პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ საუბრისას ამბობს:
“საინტერესო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ ევროპის რიგმა ქვეყნებმა უარიც კი განაცხადეს და არ მიაწოდეს უკრაინას იარაღი და ზოგიერთმა ქვეყანამ ეს თავისებურად ახსნა. ამერიკა იყო ყველაზე დიდი დონორი ამ მიმართულებით იარაღის მიწოდების ნაწილში და კიდევ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
და საერთოდ, მე მინდა ვთქვა, რომ იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში, ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ დიპლომატიის და მოლაპრაკების გზით. ჩვენ ომის ფასი კარგად ვიცით.
მე სამხედრო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ თუ ვადარებთ უკრაინის და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს, აქ ძალიან დიდი კონსტრასია. ვიმეორებ, ჩვენ ომზე არ უნდა ვილაპარაკოთ, ომის საფრთხეზე შეიძლება ვისაუბროთ და ანალიზი გავაკეთოთ, მაგრამ, ომი უნდა იქნას აცილებული, ეს უნდა გააკეთოს ყველა შესაძლო გზით საერთაშორისო თანამეგობრობამ.
ზელენსკის რომ დაეწყო აღაირებამდე აქტიური სამხედრო მოქმედებები – ეს იქნებოდა შეცდომა. მიუნხენში მოვისმინე და აღნიშნეს, რომ ამ სიტუაციაში ზელენსკის მხრიდან მნიშვნელოვანი იყო ცივი გონებით მოქმედება. რუსეთი ყველაზე დიდი ბირთვილი იარაღის სახელმწიფოა, რუსეთის ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, თუ არ იქნება რუსეთი, დაე, არ იყოს მსოფლიო. ეს დიდი გამოწვევაა. ამას ნუ დავივიწყებთ, ამას სჭირდება კარგი გაანალიზება, ემოციის გარეშე, ზედმეტი ხმაური და პოპულისტობა დამღუპველია.”
პრემიერმა ისაუბრა საქართველოს თავდაცვაზეც და თქვა:
“მაქსიმალურად ვაძლიერებ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას, იქნება ეს შეიარაღება, დრონების წარმოება, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის შესყიდვა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება.”
კომენტარები