თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო–სამეცნიერო ცენტრ „ჰეალაინ ინტერნეიშნალს“ მუშაობის 18 წლიანი წარმატებული პრაქტიკა აქვს, თუმცა, კლინიკის ხელმძღვანელობა მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება და მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს და კიდევ უფრო მეტად დახვეწილი და კომფორტული მომსახურებები შესთავაზოს პაციენტებს. სწორედ ამიტომ, ,,ჰეალაინ ინტერნეიშნალი“ პირველი მედია ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევებით ჟურნალისტების რჩეულ სამედიცინო ცენტრად დასახელდა. როგორ შეიქმა და განვითარდა, რა გზა გაიარა საყოველთაო აღიარებამდე და რა თანამედროვე მეთოდებით შეძლებთ თმის გადანერგვას ჰეალაინში ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე „ჰეალაინ ინტერნეიშნალის“ ხელმძღვანელსა და თანადამფუძნებელს, პლასტიკურ ქირურგს – ბატონ ირაკლი ბებიაშვილს ვესაუბრეთ.
_ ბატონო ირაკლი როგორ გაჩნდა კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის შექმნის იდეა?
ირაკლი ბებიაშვილი: პროფესორ თამაზ თამაზაშვილის თაოსნობით, რომელიც გახლავთ თმის გადანერგვის დარგის დამფუძნებელი ამიერკავკასიის რეგიონში, შევიკრიბეთ რამდენიმე გამორჩეული ადამიანი და 2005 წელს გავხსენით კლინიკა-Hairline International, მას შემდეგ მოვდივართ, მუდმივად ვვითარდებით და უფრო მეტ წარმატებებს ვაღწევთ.
_ ამ წლების განმავლობაში რა მნიშვნელოვანი განვითარება მოხდა თქმის გადანერგვის სფეროში?
_ თავდაპირველად თმის გადანერგვის ოპერაციებს ძირითადად Strip მეთოდით ვაკეთებდით, ამ შემთხვევაში ხდება სადონორო არედან ხდება თმის ფოლიკულების შემცველი კანის „ზონრის „ ამოღება და მისი შემდგომი დამუშავება-დაყოფა ფოლიკულების გაერთიანებამდე-გრაფტებამდე და შემდეგ სარეციპიენტო არეში ჩანერგვა. ამ მეთოდით გადანერგვის შემდეგ რჩებოდა კოსმეტიკური ნაკერი, რომელიც დაახლოებით ერთი სანტიმეტრი სიგრძის თმის ქვეშ შეუმჩნეველი იყო, თმის გადაპარსვის შემთხვევში 50 პროცენტში სტილისტიც კი ვერ ამჩნევდა, მეორე ნახევარის შემთხვევაში სხვადასხვა შესამჩნევი ნაწიბური რჩებოდა. დროთა განმავლობაში იმდენად დაიხვეწა ტექნოლოგია რომ დღეს პირდაპირ ხდება გრაფტებად მოპოვება და ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე პაციენტს გადავუნერგეთ თმა Strip მეთოდით. ტექნოლოგიების დახვეწამ და წარმატებულად გადანერგილმა შემთხევვებმა დაამტკიცა, რომ ამ სერვისის მიღება შეუძლია ნებისმიერ პაციენტს განურჩევლად ასაკისა. კონსულტაცია უფასოა და კონსულტაციის დროს ექიმი და პაციენტი ერთობლივად შეაჯერებენ პაციენტის სურვილებს და მოლოდინებს, რის შემდეგაც იგეგმება გადანერგვის პროცედურა. არის შემთხვევები როდესაც მარაგი იმდენად მცირეა, რომ პაციენტი გასაუბრების შემდეგ ხვდება რომ არ უღირს ისეთი რეზულტატი, რასაც მისი სადონორო მარაგი მოგვცემს. სადონორო მარაგში მხოლოდ კეფის არეს არ ვგულისხმობ, თმას ვნერგავათ ტანიდანაც და წვერიდანაც.
_ როგორ ამზადებთ პაციენტს თმის გადანერგვისთვის?
_ გადანერგვის პროცედურამდე მომზადებისთვის აუცილებელია: რამოდენიმე სისხლის ანალიზის გაკეთება, პაციენტმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი და სასურველია, თმაგადაპარსული არ მოვიდეს პროცედურაზე, სხვა შეზღუდვა არ არსებობს. ხდება წინასაოპერაციო აუცილებელი სისხლის ანალიზის გაკეთება. ეს არის ამბულატორიული პროცედურა რომელიც სამ ეტაპად მიმდინარეობს, მოპოვება, მიკროხვრელების დიზაინი და გადანერგვა, თუმცა კეთდება ორ ეტაპადაც, როდესაც პირველ ეტაპზე ხდება მოპოვება და მეორე ეტაპზე მიკროხვრელების გაკეთება და ჩასმა, ამ მეთოდს იმპლანტირებით გადანერგვა ქვია.
_ როგორია ოპერაციის ხანგრძლივობა და რა შეზღუდვები არსებობს გადანერგვის შემდეგ?
– პროცედურის ხანგრძლივობა გადასანერგი გრაფტების რაოდენობაზეა დამოკიდებული, საშუალოდ 7-8 საათს გრძელდება და იმავე დღეს მიდის პაციენტი სახლში. პროცედურა ძალიან კომფორტულად მიმდინარეობს, ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ კეთდება და აბსოლუტურად უმტკივნეულოა. ეტაპებს შორის ვასვენებთ პაციენტებს. FUE მეთოდით ოპერაციის შემდეგ ტკივილი არ აქვს პაციენტებს, ერთადერთი დისკომფორტია რომ გადანერგვის პირველ ღამეს ფრთხილად უნდა დაიძნოს, რათა ბალიშს ან საწოლის თავს არ მიაჭიროს ახალგადანერგილი არე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჩარევა პროცედურის შემდეგ აღარაა სდაჭირო, მაინც მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და არასდროს ვწყვეტთ პაციენტებთან კავშირს. ოპერაციის შემდეგ პირველი შვიდი დღე ვუკრძალაბთ ვარჯიშს, რადგან სკალპის არეში ოფლის წარმოქმნა ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის გადანერგილ თმას.
– უფრო კონკრეტულად რა უპირატესობა FUE აქვს მეთოდს?
_ ეს მეთოდი ოქროს სტანდარტად ითვლება, რაც სხვადასხვა ვარიაციად იყოფა, ძირითადად იგულისხმება მოკლე თმის მოპოვება სადონორო არეში თმის შეჭრის შემდეგ, მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ხორციელდება თმის შეჭრის გარეშე ამ მეთოდით თმის გადანერგვა, ასევე ამავე მეთოდით გრძელი თმის გადანერგვა, ამ უკანასკნელს ის ესთეტიკური სიამოვნება ახლავს, რომ პაციენტი შედეგს ოპერაციის დამთავრებისთანავე ხედავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხევვაში გადანერგილი თმის ღერი ორი კვირის შემდეგ იწყებს ჩამოვარდნას, ფესვი რჩება და 2-3 თვის თავზე გადანერგილი თმა იწყებს ამოსვლას.
_ ზემოთ აღნიშნეთ რომ თმის გადანერგვაში ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს
_ არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, 18-19 წლის ახალგაზრდებში პრიორიტეტს მკურნალობას ვანიჭებთ, არის შემთხვევები, როდესაც უკვე დაგვიანებული მოგვმართავენ და მკურნალობა ვერ გამოიღებს დიდ შედეგს, მაგრამ ვიდრე გადანერგვას დავგეგმავთ მაინც აუცილებელია მკურნალობის ჩატარება, რათა “ დაფიქსირდეს „ არსებული სტატუსი (ალოპეცია გადავიდეს რემისიაში). ახალგაზრდებს .რომელთაც აწუხებთ თმის ცვენა. თუ პირდაპირ გადავუნერგავთ თმას შესაძლოა თმისცვენის პროცესი არ შეჩერდეს, გადანერგილი თმა არასოდეს გაცვივდება, მაგრამ დანარჩენის გაცვენის შემდეგ შესაძლოა კიდევ მეორედ მოუწიოს გადანერგვა. რაც შეეხება ზედა ასაკობრივ ზღვარს, ეს არ არსებობს , მყოლია 83-84 წლის პაციენტები.
_ რა თანმხლები დაავადებების ფონზე არ არის რეკომენდირებული თმის გადანერგვა?
_ გადანერგვის წინააღმდეგ ჩვენებაა მწვავე ანთებითი პროცესები, კანის დაავადებები, მწვავე ინფაქტი, ინსულტი, მძიმე სომატური მდგომარეობა, ასევე ბუდობრივი ალოპეცია. წინაღმდეგ ჩვენებად არ ითვლება ჰეპატიტები, შიდსი და ა.შ.
_ კლინიკა Hairline International პირველი მედია ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ჟურნალისტების რჩეულად დასახელდა, თქვენი აზრით რით დაიმსახურეთ ეს აღიარება?
_ ეს სტატუსი სასიამოვნო და კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლოა ჩვენთვის. ჩვენი მხრიდან 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და მუდმივად ვართ ორიენტირებული ხარისხის გაუმჯობესებაზე. საქართევლოში ერთადერთი კლინიკა ვართ ამ დარგში, ვისაც „ქართული ხარისხის ნიშანი“ გვაქვს მონიჭებული, დაგვაჯილდოეს კლინიკის მიერ განხორციელებული მთლიანი სერვისის ექსპერტების მიერ სრულფასოვანი შეფასების შედეგად .
_ რამდენად დიდია მომართვიანობა?
_ ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი პაციენტი მოგვმართავს, ჩვენს პაციენტებს შორის არიან როგორც ქართველი ემგირანტები ასევე უცხოელები ყველა კონტინენტიდან , რომლებიც ამ პროცედურისთვის ჩამოდიან ჩვენს კლინიკაში.
_ ქალბატონები თუ მოგმართავენ თმის გადანერგვისთვის?
_ ქალბატონები ძირითადად წარბების გადანერგვისა და თმის წინა ხაზის კორექციისთვის მოგვმართავენ.
– კლინიკის საერთო წარმატებაში რა როლი აქვს თქვენს გუნდს?
_ საერთო წარმატებას თითოეული თანამშრომლის წარმატებული მუშაობა განაპირობებს, მნიშვნელოვანია რეპუტაცია, რომელიც ჩვენმა კლინიკამ წლების მანძილზე გამართული მუშაობის შედეგად მოიპოვა, მაგრამ ერთ უკმაყოფილო პაციენტსაც შეუძლია უნაკლო რეპუტაციის გაფუჭება, ამიტომ ყოველ წამიერად მომართულები ვართ, არ ვდუნდებით რომ ჩვენი სრვისი იყოს გამართული და მაქსიმალურად კომფორტული. ამ პროპცესში უდიდესი როლი აქვს ჩვენი ექიმების გუნდს, რომლებთან ერთადაც დაარსების დღიდან შეხმატკბილებულად ვმოღავწეობთ. მინდა მადლობა მოვუხადო ამ პუბლიკაციითაც თითოეულ მათგანს – ქ.ჭუჭულაშვილს, მ.ქარდავას, ლ.პატეიშვილს და ა.შ „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის წარმატებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ნებისმიერ გადანერგვის პროცესი გუნდური სამუშაოა, სადაც ყველას თავისი ფუნქცია აქვს და რეზულტატის ხარისხისთვის მნიშვნელოვანია თითოეულმა მათგანმა წუნგარეშე შეასრულოს თავისი როლი. ჩვენ ასეთი გუნდი ვართ, უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.
_ წლების წინ თმის გადანერგვა საკმაოდ დიდ ხარჯებთან ასოცირდება, დღეს რამდენად ხელმისაწვდომია ეს პროცედურა?
_ როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, მაშინ გაცილებით ძვირი იყო თმის გადანერგვის საფასური ვიდრე ახლა, „ ჰეალაინს“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა აქვს და გარკვეული სოციალური სტატუსის პირებისთვის სპეციალური შეთავაზებები გვაქვს, გარდა ამისა, ხშირად ვმართავთ სხვადასხვა აქციებს, ვათამაშებთ უფასო თმის გადანერგვას.
_ თმის გადანეგრვა ერთადერთი მიმართულება არ არის ჰეალაინში, კიდევ რა მომსახურების მიღებაა შესაძლებელი?
_ თმის გადანერგვა ძირითადი მიმართულებაა, თუმცა, ჩვენს კლინიკაში კეთდება ყველა პლასტიკური ოპერაცია, დერმატო-კოსმეტოლოგიური პროცედურები, ვმუშაობთ ესთეტიკური გინეკოლოგიის განვითარების მიმართულებითაც.
_ როგორც ვიცით, აქტიურად მუშაობთ დარგის განვითარებისვის
_ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ვახორციელებთ პრაქტიკულ და თეორიულ კურსს თმის აღდგენით მედიცინაში, ეს არის გრძელვადიანი პროგრამა და განკუთვნილია როგორც ქართევლი, ისე უცხოელი ექიმებისთვის. პარტნიორული ურთიერთიობები გვაქვს რამდენიმე კლინიკასთან პოსტსაბჭოთა სივრციდან და ამ ურთიერთოების ფარგლებში ხშირად ჩავდივართ ამ კლინიკებში და ვატარებთ საჩვენებელ ოპერაციებს. ბევრი მიმართულებით ვმოღვაწეობთ თმის გადანერგვის დარგის პოპულარიზაციის მიზნით.
ნინო მახარაძე
კომენტარები