აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი:
“ესტონეთი ბევრჯერ დაიპყრეს. ბოლო საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ 15 000 ესტონელი გავიდა ტყეში და დაიწყეს პარტიზანული ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.
წინააღმდეგობა დიდხანს გრძელდებოდა. ბოლო ესტონელი “ტყის ძმა” საბჭოთა უშიშროებამ 1978 წელს მოკლა.
მართალია, ესტონელები ცოტანი არიან (900 ათასი), მაგრამ მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მთავარი თავისუფლების სულის ქონაა და არა რაოდენობა. ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი!
დღეს ესტონეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი და საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ლობისტია ამ ორგანიზაციებში.
დღეს ამ მაგარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა!”
კომენტარები