საქართველოში კარანტინში მყოფთა რიცხვი 2 956-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
ამასთან, დღეს 54-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვიც.
ამავე ვებგვერდზე უკვე აისახა კიდევ ორი პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაციაც – გამოჯანმრთელებულია სამი ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 291 ადამიანი იმყოფება.
კომენტარები