ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის თანამხადაც, იკრძალება ერთად 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.
თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს. შესაბამისად, მგზავრთა რაოდენობა შეზღუდული არ იქნება. ამის შესახებ „რეზონანსს” თბილისის მერიაში განუცხადეს.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს ჩვეულ რეჟიმში. შეზღუდვა არ ეხება არც მგზავრთა ნაკადს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას – მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დარჩით სახლში!”- გვითხრეს თბილისის მერიაში.
ცნობისათვის, ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 21 მარტს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს განისაზღვრება.
კომენტარები