თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი სალომე ხვადაგიანი:
“ბუდაპეშტში, პაბში ვიჯექით. რუსი კურსელი წამოგვყვა.
ჩეხი მეგობარი კბენდა ღიად. ხან ის უთხრა ტანკი სად დააპარკინგეო, ხან რუსების სტუმრად მისვლისა და ოკუპირების თემაზე წვდა ყრონტში.
თავი უხერხულად იგრძნო ამან. არ ეცინებოდა.
პერიოდულად გამომხედავდა.
ჩაერია სხვა. ყველა ერთნაირი ხომ
არ არისო. პოლიტიკაა ეგო, ამ რუსმაც.
ლამაზი, კარგი ბიჭი იყო, ცოტა ვიკინგს ჰგავდა, მთასავით მაღალი, მაგრამ თავაზიანი სულ. იქნებ რომელიმე სხვა ცხოვრებაში მემეგობრა კიდეც.
ამ ჩეხმა მეგობარმა შეაწყვეტინა ყველას უცებ
– რუსეთი რომ მობილიზებას გამოაცხადებს, შენ ხომ ჯარში გამოცხადება გიწევს?
– კი
– თქვენ თავს ვინ დაგესხმებათ ტუნდრაში, თქვენ გადაგიყვანენ საომრად. სადღაც შორს ხომ არ წახვალთ დასაპყრობად, იქვე გადახვალთ სამეზობლოში, საქართველოში, მაგალითად.
ხმას არცერთი ვიღებთ. ჩეხი აგრძელებს.
– ახლა საქართველოში რომ შეხვალთ, ხაჭაპურით ხომ არ დაგხვდებიან? ხაჭაპურზე ტანკით არ ჩადიან.
ისევ სიჩუმე. მეც კი აღარ შემიძლია
მოსმენა.
– იქ ბოროტი ქართველი ჯარისკაცები ხომ
არ იქნებიან მარტო? ვის ელი იქ რომ
დაგხვდება? აი, სალომე იქნება და ივეტა. რას იზამ მერე?
– ჯარისკაცი არ წყვეტს – გაბრაზდა რუსი ბიჭი.
– შენ რას იზამ? აი, სალომე დგას, რას აკეთებ, მაინტერესებს.
მიყურა ერთ ხანს. მერე ადგა. არაფერი უთქვამს. მერე მე წამოვედი.
ის ჩეხი ბიჭი ბრაზობდა, ყველგან უხერხულად უნდა იგრძნოს თავიო.
ახლა ვფიქრობ, ნეტავ სადაა, ნეტავ ეგეც თუ გამოიძახეს.”
კომენტარები