სამებაში დღეს საპატრულო პოლიცია იყო მისული. სამართალდამცველები ეკლესიაში ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. პოლიცია საკურთხეველში შევიდა.
“კურიერის” ინფორმაციით, პოლიცია მოქალაქემ გამოიძახა, რადგან, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ეკლესიაში 10 ადამიანზე მეტი იყო შეკრებილი.
ეკლესიებში დილიდან საკვირაო წირვა სრულდება. სამებაში მსახურებას პატრიარქი ატარებს. ტაძარშია მრევლიც.
მოქალაქეები დისტანციას იცავენ. პროცესს სტიქაროსნები აკონტროლებენ. ხმა სპეციალური ტექნიკით სამების ეზოში გაძლიერებულად ისმის, ამიტომ მრევლის ნაწილი გარეთ არის შეკრებილი.
კომენტარები