ქვეყანაში საგანგენო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, კერძოდ, ათზე მეტი ადამიანის თავშეყრა იკრძალება. შეზღუდვები სავარაუდოდ საეკლესიო რიტუალებსაც შეეხება, თუმცა, მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლები უკვე აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან.
სამების საკათედრი ტაძრის მოძღვარი აღნიშნავს, რომ დიდი განსაცდელების დროს ყოველთვის იყო ტაძარში ლოცვა და ზიარება. იგი ამბობს, რომ არ ეშინიათ პრემიერის, რადგან ნამდვლი ქრისტიანებს უფლის შიში აქვთ.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ (შარაშენიძე) გამორიცხა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რაიმე კავშირი ჰქონდეს გუშინ სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომელმაც ზიარების წესი არ შეცვალა. მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო სასულიერო პირებისთვის. მისი თქმით, ეკლესია არ დაიკეტება, ხუთ საათზე ლოცვა იქნება, შემდგომ კი უწმინდესთან ერთად გადაწყდება, როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ.
ხელისულების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეკლესია ვალდებულია აღნიშნული გაითვალისწინოს, რადგან ადამიანების ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
საპარლამენტოუმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას თქმით, საზოგადოების კეთილდღეობისთვის, მნიშვნელოვანია ეკლესიამ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რაც მთავრობამ გასცა:
„ბუნებრივია, რომ გარკვეული შინაგანი წინააღმდეგო ადამიანებს ექნებათ, მაგრამ მგონი უნდა გაითვალისწინონ ის, თუ რა მდგომარეობაში ვართ და რამდენად ცდილობს ხელისუფლება, პარალელურ რეჟიმში გავამაგროთ სიტუაცია. ამიტომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია.
„ეს ყველაფერი ადამიანებისთვის არის გაკეთებული და არაა ხუშტურია იმისა, რომ 10 კაცზე მეტი არ შეიკირიბოს, რატომ 10 და არა 11 და ა.შ. მგონია, რომ აქ შეგნება გაცილებით მაღალი იქნება და არ იქნება გარკვეული ხელის შეშლა. ჩვენ თუ ასე ხელი შევუშალეთ და ვისაც რა გვინდა ის გავაკეთეთ, შეიძლება იტალიაზე უარესი მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.
„მგონია, რომ ყველა გაგებით შევხედება ამ ყველაფერს. შესაძლოა აღდგომამდე არც დასჭირდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზუსტად ერთი თვე იქნება საგანგებო მდგომარეობა, შეიძლება ათ დღეში გაუქმდეს, თუ ჩაითვლება საჭიროდ, რომ მისი გაგრძელება საფუძველს მოკლებულია,” – აღნიშნა ქანთარიამ.
წყარო: რეზონანსი
კომენტარები