უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი სოციალურ ქსელში, რამდენიმე განცხადებას ავრცელებს:
“სუმის ოლქში ტერობორონის ქვედანაყოფმა მცირე იარაღით დაამარცხა მტრის საბრძოლო ნაწილები.
მტერმა უკან დაიხია! მტერს ეშინია! მივმართავთ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც მზად არიან გაანადგურონ მტერი – ერთი ბოთლი ცეცხლგამძლე ნარევი აივნიდან ან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მტრის მანქანისკენ – მტრის გამოუსწორებელი დანაკარგია. მოდი, ერთად ვიყოთ! მტრის ყოველი მინუსი ჩვენი პლუსია”,- ნათქვამია განცხადებაში.იგი მოგვიანებით წერს იმასაც, რომ გოსტომელშიც იგივე ვითარებაა და იქაც მტრის ძირითადი ნაწილები უკუაგდეს, ამჯერად კი ცეცხლით მიღებულ ზიანს ებრძვიან.
“უკრაინელი ჯარისკაცები კი უპრეცედენტო გამბედაობასა და გმირობას ავლენენ და შეძლეს ჩაეშალათ კრემლის სწრაფი შეტევის გეგმა” – წერს იგი.
მალიარი ავრცელებს ფოტოებს და წერს იმასაც, რომ ათასობით ადამიანი უერთდება უკრაინულ ჯარს.
კომენტარები