კიევში მცხოვრები ქართველი შეფ-მზარეული, ალექსანდრე ბაინდურაშვილი:
“მეგობრებო, დავაპირე პასუხების მოწერა, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია
მეოთხე წელია კივში ვცხოვრობ, ასეთი სიმშვიდე და სიჩუმე არ მახსოვს, განაბულია კიევი, გასუსული! თან ბევრი სევდა და დარდია ამ სიჩუმეში, თან დიდი იმედი ხვალინდელი დღისა! ყველას თანაბრად გვინდა უკეთესი დღე გაგვითენდეს ! მჯერა ასეც იქნება. !!!!!
არავის გვეგონა თუ გაბედავდა ჩვენ ჩრდილოელი მეზობელი ამხელა ომს.
ახლა სამსახურში დაღლილი ვზივარ და ვფიქრობ რა იქნება ხვალ, რა ბედი ელის ჩემს სამშობლოს და ჩემს უკრაინას. ამ ომში თითქოს თანაბრად ვიბრძვით, ყველაზე მეტად ჩვენ გვტკივა, ჩვენ ვგრძნობთ ამათ გასაჭირს და ამ შეგრძნებებში გათავისებულიც გვაქვს რომ საქართველოსაც არ ელოდება კარგი მომავალი.!
დილას პირველი ჩემი მეუფე ისაია შემეხმიანა, ერთმანეთს მოვესიყვარულეთ. პირველი რაც ვუთახრი:
მეუფეო თურმე რამდენი სირთულე გაგივლიათ, რამდენი ტკივილი აიტანეთ აგვისტოს ომშითქო!
,,ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება”
რუსეთი უნდა დასრულდეს! სხვანაირად არც უკრანას და არც საქართველოს ნათელი მომავალი არ გააჩნია.
ნუ აყვებით პანიკას, მთელი დღის მანძილზე კიევის თავზე თვითმფრინავის გადაფრენის ხმაც კი არ გამიგია. არც ტანკებია კიევის სიახლოვეს.
დამიჯერეთ თქვენზე კარგად მაქვს გააზრებული ეს სიტუაცია მაგრამ ხუმრობაც აუცილებელია.
ვინც პანიკაში იყო კიევიდან გაიქცა და მგონია მარტო ცოტა ჭკუამხიარულები და მაგები დავრჩით აქ !
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!
გმირებს დიდება!”
კომენტარები