უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელნსკი საგანგებო მიმართვას ავრცელებს და ამბობს:
“მადლობელი ვარ ყველა ქვეყნის, რომელიც მხარს გვიჭერს, კონკრეტული საქმეებით და არა სიტყვებით.
ჩვენი სამშობლოს დასაცავად მარტო ვართ. ვინ არის მზად ჩვენთან ერთად იბრძოლოს?! სიმართლეს გეტყვით და მოსურნეებს ვერ ვხედავ. ვინ აძლევს უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გარანტიას?! ყველას ეშინია!
დღეს მოსკოვიდან მოვისმინეთ, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტი სურთ. ჩვენი ქვეყნის ყველა მოკავშირეს ვეტყვი – ახლა მნიშვნელოვანი მომენტია და ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. მე მათ ვეკითხები, ჩვენთან არიან თუ არა?! მეუბნებიან რომ კი, თუმცა ალიანსში ჩვენი გაწევრიანებისთვის მზად არ არიან.
დღეს ევროპის 27 წევრი ქვეყნის ლიდერს შევეკითხე, გახდებოდა თუ არა უკრაინა ნატოს წევრი – ყველას ეშინია, არ მპასუხობენ. ჩვენ არ გვეშინია. არაფრის არ გვეშინია. არც რუსეთისა და არ მასთან საუბრის. არაფრის არ გვეშინია. არც უსაფრთხოების გარანტიებისა და არც ნეიტრალური სტატუსის, რადგან NATO-ში არ ვართ. მაინტერესებს, რა გარანტიები გვექნება და რომელი ქვეყნები მოგვცემენ ამ გარანტიებს?! ჩვენი სამშობლოს ბედი ჩვენს ჯარისკაცებზე, მცველებზეა, ჩვენს არმიაზე, ჩვენს გმირებსა და უსაფრთხოების ძალებზეა დამოკიდებული. ასევე მათ სიბრძნესა და ჩვენი მოკავშირეების დახმარებაზე. დიდება უკრაინას!”
კომენტარები