Русский корабль, иди нах*й – სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია ვრცელდება – პეტიციის ავტორია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე.
“Русский корабль, иди нах*й! – უკრაინელი ხალხი იბრძვის საკუთარ სამშობლოში მშვიდობიანად ცხოვრების უფლებისთვის. უკრაინელ ხალხს ისევე როგორც ქართველ ხალხს გვაქვს უფლება ჩვენს მიწაზე ვიცხოვროთ მშვიდობიანად და თავისუფლად. დამპყრობელ ძალას ცივილიზებულმა სამყარომ და თავისუფალმა ხალხებმა უნდა ვუპასუხოთ გადამწყვეტი ზომებით.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი, არ გამოხატავს ქართველი ხალხის პოზიციას. დღეს, უკრაინაში საქართველოს თავისუფლების ბედიც წყდება. დღეს ჩვენც ვართ უკრაინელები და ვდგავართ სამართლიანობის და თავისუფლების მხარეს. დიდება უკრაინას!” – წერს დეკანოიძე
კომენტარები