რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სპეციალურ ბრიფინგზე ამბობს:
“რუსულ არმიას უკრანაში არა უკრაინული სამხედროები, არამედ ნეონაცისტური ბანდფორმირებები უპირისპირდებიან. ეს ადამიანები პასუხისმგებლები არიან დონბასში ჩატარებულ გენოციდზე და მშვიდობიანი მოსახლოების ხოცვაზე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც დადასტურებულია, ნეონაცისტები, მძიმე არტილერიას უკრაინული ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში ამონტაჟებენ. მათ შორის კიევსა და ხარკოვში.
ისინი, დასახლებებში განთავსებული რუსული ჯარისკებიც მიმართულებით ცეცხლის გახსნას აპირებენ. მოქმედებენ როგორც ტერორისტები. შეეცდებიან დამდგარ შედეგსადა მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაში რუსეთი დაანაშაულონ. ისინი უცხოელი, განსაკუთრებით კი ამერიკელი კონსულტანტების რჩევების მიხედვით მოქმედებენ.
კიდევ ერთხელ მივმართავ უკრაინის შეარაღებული ძალების წევრებს, ნეონაცისტებს არ მისცეთ უფლება, თქვენი ცოლები და შვილები ცოცხალ ფარებად გამოიყენონ. აიღეთ სახელმწიფოს მართვის სადავეები ხელში, რადგან თქვენთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ამ ნარკომანებთან და ნეონაცისტებთან. ადამიანებთან, რომელიც კიევში დასახლდნენ და ერი ტყვედ აიყვანეს. ამასთან, რუსულ არმიასა და ჯარისკაცების მოქმედებებს უმაღლეს შეფასებს ვაძლევ.”
კომენტარები