კორონავირუსის გავრცელებამ, როგორც ღვთის წყალობამ, ხელი შეიძლება შეუწყოს იმ ფაქტის გაცნობიერებას, თუ რამდენად მყიფეა მსოფლიოს ცივილიზაცია და ხალხს ღვთის რწმენისკენ უბიძგოს, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა კირილმა საკვირაო ქადაგებაში.
“ჩვენ ამ სიტუაციას უნდა შევხედოთ სულიერი რწმენის თვალით და დავფიქრდეთ, რატომ დაუშვა უფალმა ეს ჭირი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მარტო ღვთის რისხვაზე, როგორც ეს ისტორიის მანძილზე იყო, არამედ ღვთის წყალობაზე,” – განაცხადა კირილმა.
კომენტარები