„ნაციონალებზეა“ ნათქვამი, პატრიოტიზმი ნაძირლების ბოლო თავშესაფარია. ეს მე-17 საუკუნეში თქვა ერთმა ძალიან განათლებულმა ადამიანმა, გავიდა 4 საუკუნე და ზუსტად მიესადაგება ეს სააკაშვილს და მის მსგავს ადამიანებს, რომლებმაც ახლა პატრიოტიზმს შეაფარეს თავი და იქიდან ამუნათებენ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ერთი რამ მინდა შეგახსენოთ: ღარიბაშვილი ხომ არ იყო პრემიერი 2014 წელს, როცა საქართველო ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ სანქციების მიუერთდა ყირიმის ანექსიის შემდეგ? ეს ახლა არავის ახსოვს. ყოველ წელს გრძელდება ეს სანქციები, მაგრამ ეს არ ახსოვთ. უამრავი წარმატება გვაქვს ევროპულ და მსოფლიო ასპარეზზე. თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების შეთანხმება, ნატოსთან და ევროკავშირთან უმაღლეს დონეზე თანამშრომლობა. ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს მივიღეთ „ჯაველინების“ და სხვა ტექნიკის უფლება, რასაც ამ ავაზაკს არ აძლევდნენ. არავის არ ახსენდება, რომ ყველა ქვეყნის საელჩოები გადაიხვეწნენ კიევიდან და საქართველოს საელჩოა დარჩენილი ალმოდებულ კიევში. ამიტომ მე ამ ადამიანებს მუშტის დიდი ხანია აღარ მეშინია. საქართველო იქნება იმ უამრავი ადამიანის გვერდით, ვისაც უნდა თავისუფლება საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.
კომენტარები