ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი:
„პირველ რიგში, ყველა იმ არაადამიანის დედა ვატირე , ვინც უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციას მშვიდად უყურებს და ერთი სული აქვთ – საბჭოთა კავშირში დაბრუნდნენ!!!
რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ?
შეუერთდეს იმ სანქციებს , რომელსაც მხოლოდ ნატოს და ევროკავშირის წევრები შეუერთდნენ? რომლებიც დარწმუნებულები არიან , რომ მათ არანაირი საფრთხე რუსეთის მხრიდან (ამ ეტაპზე) არ ემუქრებათ? სხვა რომელი ქვეყანა შეურთდა ამ სანქციებს?
ის სხვა ამბავია , რამდენად პროპორციულია აღნიშნული სანქციები რუსეთის მოქმედებებთან!!
რა უნდა ქნას პრემიერ მინისტრმა?
ჩავიდეს ქალაქში , რომელიც ალყაშია და იბომბება და რომელშიც , არცერთი ევროპული ქვეყნის მეთაური არ ჩასულა?!
ჩვენზე ბევრად ძლიერი და დიდი სახელმწიფოების საელჩოებმა ევაკუაცია გამოაცხადეს და დატოვეს კიევი..
საქართველოს საელჩო , ამ წუთებშიც ფუნქციონერობს…
არ დაგვავიწყდეს , რომ რუსეთმა დაარღვია მსოფლიო წესრიგი და ძალის დემონსტრირებით ცდილობს , თავისი სისხლიანი პოლიტიკის გატარებას.. მისი ჯარები კი სულ რაღაც 50 კილომეტრში დგას საქართველოს დედაქალაქთან…
და ეს მოცემულობა გვაქვს , სწორედ იმ პოლიტიკოსების წყალობით , რომლებიც ეხლა “მამაცობენ” და რომელთა ლაჩრობაც ყველამ
იხილა 2008 წლის აგვისტოში…
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
თავისუფლებას დიდება!„
კომენტარები