“რა სოხუმი, რა ცხინვალი, რა ტანკები, ესაა სუფთა წყლის პროვოკაცია,” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „პატრიოტთა ალიანსი“ ლიდერი ირმა ინაშვილი უკრაინის რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას.
“აი, ესაა სუფთა წყლის პროვოკაცია და ვინც ამ მართლა пи…-ს ტაშს უკრავს, საკუთარ ქვეყანას წირავს.
გაიგეთ: ჯერ საქართველოა და მერე დანარჩენი სამყარო! ჯერ ჩვენი ინტერესებია და ჩვენი უსაფრთხოებაა. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მძიმე დღეები ელის საქართველოს, თუ ჭკვიანურად არ ვიმოქმედებთ! მერე ნაცმოძრაობის და მისი ამერიკელი ლობისტების მეგობარი ეს გონჩარენკო ტელევიზორთან იჯდება და ჩვენ ცეცხლის ალში ვიქნებით გახვეული. ზოგიერთებმა სულ დაკარგეთ აზროვნების უნარი? საქართველოს მსგავსი განცხადებებით ისევე წირავენ, როგორც გაიწირა უკრაინა. რა სოხუმი, რა ცხინვალი, რა ტანკები, ეს ვირიშვილი როგორ ბედავს ამას?!” – წერს ირმა ინაშვილი.
კომენტარები