ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველ ეტაპზე პირბადეები 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს დაურიგდებათ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„რაც შეეხება საწარმოებს და ორგანიზაციებს, წესები არის საკმაოდ მარტივი. ეს არის თერმოსკრინინგი, რომელიც არ ნიშნავს, რომ საწარმოში აუცილებლად თერმოსკანერი უნდა ეყენოს. სიცხის თერმომეტრების გაზომვაც შეიძლება. ეს არის პერიოდული დეზინფექციის ჩატარება სამუშაო სივრცეებში, შენობებში. ეს არის თანამშრომლების პერსონალური სადეზინფექციო საშუალებებით და პირბადეებით უზრუნველყოფა. პირბადეები დეფიციტშია და ეს მთელ მსოფლიოში ასეა, მაგრამ ადგილობრივი წარმოებაც გვაქვს გამართული და ამ მარაგებს ვანაწილებთ იმ კატეგორიებზე, ვინც ე.წ. ფრონტის ხაზზე დგას. კერძო სექტორის ჯგუფებს შორის ჟურნალისტები ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენთ და თქვენც მიიღებთ ამას, ოღონდ მას შემდეგ, რაც ჩვენ პირბადეებით 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა თურნავამ.
კომენტარები