დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, რესპონდენტების ჩაწერის დისტანციურ წესზე გადავიდნენ.
მედიას დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა მისმა მოადგილე პაატა იმნაძემაც.
„სამწუხაროდ, ერთმანეთთან უნდა გავწყვიტოთ კავშირები. ახლა თქვენ რომ დგახართ ჩემთან ასე ახლოს, ესეც არ არის მიღებული ფორმა, რადგან რომ ახლა არღვევთ სოციალური დისტანცირების ყველა წესს. მით უმეტეს, თქვენი მიკროფონებით. ამირანი ლაპარაკობდა და ახლა მე ვლაპარაკობ, ისე, რომ დეზინფექცია მიკროფონებს არ ჩატარებიათ, ანუ თქვენც არღვევთ ახლა ამ წესს. მივეჩვევით ყველა სოციალური დისტანცირების წესებს“, – მიმართა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს.
კომენტარები