საპატრიარქო ილია მეორეს განცხადებას ავრცელებს:
„უკრაინასა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო საქართველოს ყველა ეკლესიაში ა.წ. 27 თებერვალს, კვირას, წირვის შემდეგ, გადახდილ იქნას პარაკლისი მშვიდობისათვის. მრევლს და სამღვდელოებას კი ეძლევა ლოცვა-კურთხევა მშვიდობისათვის ყოველდღიური ლოცვის გაძლიერებისა.
ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს უკრაინა და მთელი მსოფლიო.
ყოვლადწმინდა დედაღვთისამ თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს.“
კომენტარები