საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ განცხადებას ავრცელებს:
“გუშინდელი დღიდან, უკრაინაში მყოფ ყველა ჩვენს მომხმარებელს, ვინც ამ ეტაპზე სახლში ვერ ბრუნდება, როუმინგში ინტერნეტით უფასოდ სარგებლობა შეუძლია. ამჟამად ვმუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე, უკრაინის მიმართულებით ყველა ზარი ჩვენგან იყოს უფასო.
„ვიონი საქართველო“ აკეთებდა და აკეთებს ქართულ საქმეს და თითოეული ჩვენი თანამშრომელი პირნათლად ასრულებს ერთადერთ მოვალეობას – ემსახუროს ჩვენს 1.3 მილიონ მომხმარებელს და საქართველოს. თითოეული ჩვენგანი დგას ზუსტად იქ და იმ პოზიციაზე, სადაც დღეს ქართველი ხალხია.
საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“, რომელშიც შედის „ვიონი საქართველო“, ჩვენ გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან – ევროპიდან აზიამდე, კიდევ 8 სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორია.
ჩვენ ვიმყოფებით უშუალოდ ამსტერდამის სათავო ოფისის მენეჯმენტის ქვეშ.
ჯგუფის აქციები განთავსებულია აშშ -სა და ამსტერდამის საფონდო ბირჟებზე, ამასთან აქციების 43,8% თავისუფალ მიმოქცევაშია. ჩვენს ღირებულებებს უცვლელად წარამოადგენს ბიზნესის კეთილსინდისიერად, გამჭვირვალედ კეთება და თანამშრომლების, მომხმარებლებისა და მთლიანად საზოგადოების გვერდში დგომა!
კომენტარები