მსოფლიოს ყველაზე დიდმა ჰაკერულმა დაჯგუფება “ანონიმუსმა” პუტინს კიბერომი გამოუცხადა.
რამდენიმე საათის წინ “ანონიმუსმა” სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ისინი პუტინს მიმართავენ და ამბობენ:
“ეს გზავნილია ვლადიმერ პუტინისთვის ანონიმუსისგან – აგრესია უკრაინის მიმართ იმის დასტურია, რომ თქვენ არ სცემთ პატივს, ადამიანთა უფლებებს. ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სრულ მასშტაბიანი აგრესია მიმდინარეობს. სამოქალაქო უბნები დაიბომბა და უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ.
ანონიმუსის წევრებმა კიბერ ომი გამოუცხადეს თქვენს აგრესიულ რეჟიმს და გასულ რამდენიმე დღეში ბევრი სამთავრობო ვებგვერდი გაითიშა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე თქვენ მსოფლიო ჰაკერების რისხვა დაგატყდებათ თავს. ბევრი მათგანი, ალბათ თქვენსავე ქვეყანაში ცხოვრობს, თქვენი საიდუმლოები უსაფრთხოდ ვეღარ იქნება და შესაძლოა თქვენი მთავრობის დაცული გვერდებიც გაიტეხოს.
ახლა უკრაინაში შეჭრით, საქართველოსა და ყირიმში შეჭრით ჩანს თქვენი სტრატეგია, რომ გსურთ იმ ტერიტორიების მიერთება, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შედიოდა. საბჭოთა კავშირი დიდ ხნის წინ დაინგრა და მსოფლიოს არ დაავიწყდება ამ რეჟიმის სისასტიკე. ამ ომს თქვენ ვერ მოიგებთ, რა ძლიერიც არ უნდა გეგონოთ საკუთარი თავი. ჩვენ ვართ ანონიმუსი, ჩვენ ვართ რეგიონი, გველოდეთ”
ჰაკერულმა დაჯგუფებამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, Russia Today და გაზპრომის გვერდები გათიშეს.
კომენტარები