საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზად არის, კრიზისის დროს მხარი დაუჭიროს საქართველოსა და მოლოდოვას.
„საქართველო და მოლდოვა ჩვენი კავშირის მეზობელი ქვეყნებია, ისინი ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან.
მათ პრეზიდენტებს დღეს დილით კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მზადყოფნა, მხარი დავუჭიროთ მათ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ.
კრიზის დროს სოლიდარულები ვართ და ვიქნებით“, – წერს მაკრონი „ტვიტერში“.
კომენტარები