ჩვენი მოვალეობაა, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას პუტინის დამპყრობელი არმიისგან თავის დაცვაში, – გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამის შესახებ „ტვიტერში“ წერს.
შოლცის თქმით, უკრაინას აწვდიან 1 000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და 500 „სტინგერის“ რაკეტას.
„რუსეთის თავდასხმა გარდამტეხი მომენტია. ჩვენი მოვალეობაა, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას პუტინის დამპყრობელი არმიისგან თავის დაცვაში. სწორედ ამიტომ, უკრაინაში ჩვენს მეგობრებს ვაწვდით 1 000 ცალ ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 ცალ „სტინგერის“ რაკეტას“, – წერს ოლაფ შოლცი „ტვიტერში“.
კომენტარები