კიევში მცხოვრები ქართველი შეფ-მზარეული, ალექსანდრე ბაინდურაშვილი:
“კაცობრიობის ისტორიაში ახლა ყველაზე გრძელი და ყველაზე რთული ღამეა კიევში !
უდიდესი იმპერიები გადაშენებულან წარსულში და ახლა მომსწრენი ვხდებით, ყველაზე საზიზღარი იმპერიის ნარჩენის გადაშენებას.
ყველაფერს თავისი დრო აქვს და დადგა ეს დროც.
ყველაფრისთვის მზად არის უკრაინა, მათ ყველაზე კარგად ქონდათ გააზრებული რა დიდი საქმეს იწყებდნენ და საათანადოდ მოემზადნენ.
გუშინ საღამოს მაღაზიაში ორი ჩემი ასაკის ჯარის კაცი შემხვდა, ჩემი თავი ლილიპუტი მეგონა და გამახსენდა იმ ორი რუსის ფოტო ამათმა რომ ტყვედ აიყვანეს! გავიფიქრე ღმერთო ვიცი ამ ხალხს რომ არ გაწირავ.
დღეს კიევის ცაზე თუ მიწაზე ყველა აფეთქების ხმა იქნება ჩამოგდებული და ჰაერში დანახშირებული რუსების ტექნიკის დანარცხებისა!
როგორ ველოდები გამარჯვებას რომ ბედნიერებით ამოვისუნთქო და ამ ამოსუნთქვას ამოვაყოლო უკრაინის და საქართველოს ნათელი მომავლის ოხშივარი !
მალე მსოფლიო გამარჯვებას ვიზეიმებთ !
დიდება დიდება ამ დიდებულ უკრაინელ ერს!”
კომენტარები