ს️ოციალური გვერდი: “ხორავას ქუჩის საქმე”, წერს:
“ტყუილს მოკლე ფეხები აქვს?!
“ადვოკატმა ზურაბ თოდუამ, რომელიც მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებმა ზაზა სარალიძის გაშავების მიზნით საქმეში ჩართეს მედიის საშუალებით გაავრცელა, რომ “2020 წლის 16 იანვარს ზაზა სარალიძის განცხადება ირაკლი შოთაძის გენპროკურორად ხელახლა დანიშვნის შესახებ და მისი დღევანდელი, 17 იანვრის ვიზიტი ამ უწყებაში პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი შოთაძის დაბრუნების შემთხვევაში არ ექნება არანაირ აქციებს ადგილი, სანაცვლოდ კი „გამოძიების შედეგებით კმაყოფილი“ ზაზა სარალიძე დაელოდება გამამტყუნებელ განაჩენს მიხეილ კალანდიას მიმართ. ზაზა სარალიძესთან შეთანხმებით ირაკლი შოთაძის დაბრუნება გენპროკურორად ნიშნავს სასამართლოზე ზეწოლას დააყენონ გამამტყუნებელი განაჩენი მიხეილ კალანდიას მიმართ.”
⚪️ ზაზა სარალიძემ ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით პოსტი 16 იანვარს, პროკურატურაში დაბარებამდე გამოაქვეყნა და ადვოკატი ზურაბ თოდუა აქაც ცრუობს, როცა ამბობს, რომ ზაზა სარალიძემ პოსტი თითქოს 17 დეკემბერს, პროკურატურაში ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნა!
⚪️ ზაზა სარალიძის უფლებადამცველმა, ნესტან ლონდარიძემ ადვოკატი სიცრუეში ამხილა და მას შემდეგნაირად უპასუხა: ” ზაზა სარალიძის გუშინდელი ვიზიტი პროკურატურაში არ უკავშირდებოდა ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად წარდგენას. პროკურატურაში მეც ვიმყოფებოდი, როგორც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. აქვე განვმარტავ, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე მხარეს არ წარმოადგენეს სასამართლო პროცესებზე როგორც გ.ჯ-ს და გ. ბ-ს საქმეზე , ასევე მიხეილ კალანდიას მიმართ წარმოებულ საქმეზე. შესაბამისად პროკურატურა არის ის ორგანო, რომელსაც უნდა ჰქონდეს კავშირი დაზარალებულ მხარესთან. სწორედ ამ უფლებით ვისარგებლეთ გუშინ – 16 იანვარს, გენერალურ პროკურატურაში ვიზიტისას.”
⚫️ შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეში ზურაბ თოდუას ერთადერთ დავალებას ზაზა სარალიძის გაშავება წარმოადგენს. მან პირდაპირი დავალება მიიღო მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებისაგან!”
კომენტარები