• რეკლამა
  • კონტაქტი
16:21, ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ მოკლა მგზავრმა ავტობუსის მძღოლი ქუთაისში

ალია ავტორი - ალია
18:10 03-22-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ერთი ავტობუსის მძღოლი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ სავარაუდოდ, ავტობუსის მძღოლს თავს მგზავრი დაესხა, რომელმაც მისი მისამართით სამჯერ გაისროლა, სროლის ხმაზე მეორე ავტობუსის მძღოლი მივიდა, მგზავრმა კი მას სავარაუდოდ, ავტობუსიდან გაქცევისას ესროლა. რა გახდა შელაპარაკების მიზეზი ჯერჯერობით არავინ იცის.

თავდამსხმელმა კი მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოასწრო და ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელს ავტობუსის მძღოლის გაძარცვა სურდა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მოკლა. ჯერჯერობით მკვლელობის რაიმე სხვა შესაძლო მოტივი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელი და მოკლული ერთმანეთს არ იცნობდნენ.

სავარაუდოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხოლოდ ორნი მძღოლი და მკვლელი ისხდნენ, ამიტომაც მკვლელობას სხვა თვითმხილველი არ ჰყავს. უცნობია ასევე იყო თუ არა ავტობუსში კამერები და ამოიღო თუ არა ჩანაწერი მკვლელის იდენტიფიცირებისთვის პოლიციამ.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და სავარაუდოდ, მკვლელის დასაკავებლად სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო.

დაჭრილი მეორე მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა, მედიკოსების თქმით, მძიმეა და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა.

„გარდაცვლილი არის ავტობუსის მძღოლი ვასო თუთისანი, დაჭრილია მიხო ჩარკვიანი – ესეც ავტობუსის მძღოლია. ერთი ავტობუსში იყო მკვდარი უკვე და მეორე დაბლა ავტობუსთან იყო დაჭრილი. სავარაუდოდ, მისი როგორც თვითმხილველის მოშორება უნდოდა.

„ალბათ სროლის ხმაზე გაიქცა, მკვლელს კართან შეეჩეხა და მასაც ესროლა. არავინ არ იცის რეალურად რა მოხდა და რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ვინ არის მკვლელი – ეს მხოლოდ დაჭრილმა მძღოლმა დაინახა. შემთხვევის ადგილიდან არის გაქცეული.

„წარმოდგენა არავის აქვს რა უნდა მომხდარიყო. ავტობუსში მხოლოდ ორნი იყვნენ -მგზავრი და მძღოლი. სწორედ ამ მგზავრთან მოხდა რაღაც დაპირისპირება, რის გამოც მოსკლავად გაიმეტა.

„არაფერია გამორიცხული, შესაძლოა გაძარცვაც უნდოდა. არ ვიცით, პოლიცია ატარებს ღონისძიებებს და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ დაადგენენ ვინ იყო”,-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ვახო ფურცხვანიძე.

წყარო: რეზონანსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“უიმე, ეს ქოცი ქალები ისინი არ არიან ნაცების დროს “მაყვალა კოორდინატორები” რო ერქვაათ?… ერთი ორი ვიცანი და …” ფოფხაძე
ახალი ამბები

“იჭერენ და ცემენ თუ არა ევროპაში პოლიციელები მომიტინგეებს?” – გიორგი ფოფხაძე

17:43 01-03-2025
“ამაზე პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად შემზარავია” – ბატიაშვილი ყაზახეთში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე
ახალი ამბები

“ამაზე პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად შემზარავია” – ბატიაშვილი ყაზახეთში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე

18:12 12-26-2024
“მინდა იცოდეთ, ვინ არის ეს ქალი ანუ როგორი მოკავშირეები ჰყავს ივანიშვილის გუნდს” – ლორთქიფანიძე
ახალი ამბები

“მინდა იცოდეთ, ვინ არის ეს ქალი ანუ როგორი მოკავშირეები ჰყავს ივანიშვილის გუნდს” – ლორთქიფანიძე

17:45 12-24-2024
ვინაა გამოსახული ჩინურ კუბოზე და რატომ მისტირის ქვესკნელის მმართველის გამოსახულების დაწვას ქართველ მღვდელთა ნაწილი? – ისტორიკოსის განმარტება
ახალი ამბები

ვინაა გამოსახული ჩინურ კუბოზე და რატომ მისტირის ქვესკნელის მმართველის გამოსახულების დაწვას ქართველ მღვდელთა ნაწილი? – ისტორიკოსის განმარტება

21:01 12-12-2024

ბიზნესი

“სიყვარული თარგმანში” – რისი შეცვლა შეუძლია ერთ სიტყვას
ახალი ამბები

“სიყვარული თარგმანში” – რისი შეცვლა შეუძლია ერთ სიტყვას

20:31 01-10-2025
სიკვდილი ნისიად, სიკვდილის მოტყუება – უცნაური რიტუალების ისტორიები
ახალი ამბები

სიკვდილი ნისიად, სიკვდილის მოტყუება – უცნაური რიტუალების ისტორიები

19:19 01-10-2025
3 მთავარი ნიშანი, რითიც ავტოლომბარდი უნდა შეარჩიო
ახალი ამბები

3 მთავარი ნიშანი, რითიც ავტოლომბარდი უნდა შეარჩიო

17:51 01-10-2025
თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ ქვეყანაში გააჟღერა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოსთვის გაზიარებული სურვილები მთელ ქვეყანაში გააჟღერა

15:41 01-06-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2024 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2024 Alia.ge - All rights reserved