რომის პაპმა მსოფლიო ქრისტიანებს მოუწოდა, ერთობლივად ილოცონ, რათა კორონავირუსის პანდემია დასრულდეს. ამ ინიციატივით პონტიფიკოსი ტრადიციული საკვირაო მიმართვისას გამოვიდა, რომელიც უკვე მესამე კვირაა კარანტინის გამო, მოსახლეობას სატელევიზიო პირდაპირი ეთერით მიმართავს.
“გამოცდის ამ დღეებში, როდესაც მთელი კაცობრიობა პანდემიის საფრთხეს შეეჯახა, მინდა ყველა ქრისტიანს შევთავაზო, გაერთიანდნენ ზეცისდამი მიმართვაში. ვიწვევ ყველა ეკლესიის მეთაურს, ყველა ქრისტიანულ თემს, ყველა კონფესიის ქრისტიანს მივმართოთ უზენაესს ერთობლივი ლოცვით, წარმოვთქვათ “მამაო ჩვენო“ 25 მარტს შუადღით“ , – განაცხადა პაპმა ფრანციკემ.
მისივე თქმით, 27 მარტს, პარასკევს თავად შეასრულებს ლოცვას წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე. „ვირუსის პანდემიას გვსურს ვუპასუხოთ ლოცვისა და თანაგრძნობის პანდემიით“ – განაცხადა რომის პაპმა.
კომენტარები