ეკონომისტი ირაკლი ლატარია:
„ვერ გავიგე, ეს ზოგიერთი უკრაინელი რატომ გვებლატავება? მართლა არ მესმის და მომკალით.
რას გვთხოვთ? რა გაკლიათ ჩვენსგან? აი მართლა არ მესმის, თითს რატომ გვიქნევთ? ჩემი ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტი რაც არის, იმაზე ძვირად შეფასებული მარტო ერთი თვითმფრინავი ყავთ ნატოს წევრ ქვეყნებს და იმათ არ თხოვთ და ისედაც ოკუპირებულ საქართველოსგან ამაზე მეტს რას ითხოვთ? 2014 წელს ომი გქონდათ და რუსეთთან არ შეგიწყვეტავთ ვაჭრობა და ჩვენსგან რა გინდათ?
აი ახლა უბრალოდ არ არის ამის დრო, იმედია ემოციისა და ეოფორიას ბრალია და რომ დალაგდებით, დაფიქრდებით და ბევრ რამეს გადახარშავთ!!!
თქვენი ქვეყნიდან, თქვენი მოქალაქე და ჩვენი ძებნილი რომ შემოიპარა და ჩემი ქვეყნის არეულობა უნდოდა, ამაზე ხმას არ ვიღებ მე პირადად, ამისთვის სხვა დროს ვისაუბრებთ!!!
ნუ იყენებთ ჩვენს თქვენდამი სიყვარულს ბოროტად, ომი გაქვთ, საერთო მტერი გვყავს და ვიღაც განდონ რადის წევრს აგინებინებთ ჩვენს ხელისუფლებას? არ გინდათ გთხოვთ
ხო მართლა, ჩვენ რომ მასპინძლობა და გადაყოლა ვიცით, ეგეთი დაგესიზმრებათ, უბრალოდ ჩვენთან არიან ისეთებიც რომლებიც კამერის წინ შავ ლენტას გაიკრავენ და საქმე – საქმეზე რომ მიდგება უკრაინელს სახლში არ შეუშვებენ და ვართ ჩვენ, რომლებსაც გვტკივა და ზუსტად ვიცით ვის, სად, როგორ დავეხმაროთ!!!
მოკლედ, მჯერა რომ ეს უბრალოდ ახლა გამწარებულები ხართ და მეტი არაფერი.“
კომენტარები