„მე დავამარცხე კორონავირუსი. თავს გადასარევად ვგრძნობ. სიცხე არ მაქვს. გუშინ გამომწერეს საავადმყოფოდან და ძალიან ბედნიერი ვარ“, – აცხადებს “იმედის კვირასთან” სატელეფონო ინტერვიუში, საქართველოში “კოვიდ-19”-სგან განკურნებული ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
„ჩემს უსაყვარლეს საქართველოს მოსახლეობას მივმართავ, რომ არ შეგეშინდეთ, მეგობრებო. იყავით მხნედ, იყავით მაგრად, არ აჰყვეთ ნერვიულობას. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ გვიცავს ჩვენი ძალიან მაგარი ჯანდაცვა და ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ექიმები. და უფლის წყალობით, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა გამოჯანმრთელებულმა ქალმა.
კომენტარები