ამერიკის ხელოვნებისა და ხმის ჩამწერი აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი დებორა დუგანი თანამდებობას ჩამოაშორეს.
დუგანი, რომელიც მუსიკალური პრემია „გრემის“ ორგანიზაციით იყო დაკავებილი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს.
მის მოვალეობას დროებით სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე უმცროსი ჰარვი მეისონი შეასრულებს.
მუსიკალური ჯილდო „გრემის“ ნომინანტები გასული წლის 20 ნოემბერს დასახელდნენ. დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 26 იანვარს ჩატარდება.
დუგანმა ეს პოსტი 2019 წლის აგვისტოში დაიკავა.
კომენტარები