პიარტექნოლოგი, გიორგი გოგეშვილი:
“გზაზე ჰამერია გაჩერებული.
ჩაუარა ფორესტერმა და ჰკითხა
– რა გაგჭირვებიაო?
– საწვავი დამიმთავრდა და საბურავი დამეშვა, მე კი, არც საწვავი მაქვს და არც სათადარიგო საბურავიო.
გადაუსხა ფორესტერმა ცოტა საწვავი, მარა ჰამერს არ ეყო.
– სათადარიგო საბურავიც ხო გაქვსო?
– კი, მარა არ წავა შენსაზეო.
– როგორ არ წავა, მეც ჯიპი ვარ, შენც ჯიპობას იბრალებო. მომეცი და რას დაეძებ წავა თუ არ წავა, მთავარია, რომ შენ შენსას ცდილობ და სათადარიგო საბურავს მაძლევო.
ამან უთხრა – ვერ მოგცემ, რა აზრი აქვსო? მარა აგერ მგზავრებმა მიწოლის სურვილი გამოთქვეს და ვისაც უნდა მოგაწვებაო.
მართლაც 1-2 კაცმა გულმოდგინეთ დაიწყო ამ ჰამერზე მიწოლა.
იმან – კაია ესენი რო მაწვებიან, მარა პირადად შენ იცოდე, რო ჟმოტი ხარ, საბურავს და საწვავს აჯდებიო! ვაფშე ჩემს ელჩს გავიწვევ და თან ყველას ვეტყვი, რო გზაზე გაჩერებული მნახე და არ დამეხმარეო.
თან იმ 1-2 მგზავრს, რომელიც ჰამერს აწვებოდა ეუბნებოდა, მიდით, მიდით, მომაწექით, თქვენი მძღოლივით უვარგისები ნუ იქნებითო.
ამის გაგონებაზე ჰამერზე მიმწოლთა რიგებს 1-2 კაცი კიდე შეემატა. მარა მგზავრების უმეტესობა ფორესტერის მძღოლზე ისე იყო გაბრაზებული, რო ფორესტერის ლეწვა და გადაყირავება დაიწყო – შე უვარგისო მძღოლო, რატო არ გაქვს ჰამერის სათადარიგო საბურავი, გადმოეთრიე საჭიდან, მე დავჯდებიო.
პ.ს. ეს მძღოლი ამ მგზავრების არჩეული იყო”
კომენტარები