ფოტოკოლაჟი – ტაბულა
მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობისას დოლარისა და ევროს კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 1 დოლარის ღირებულება 110 რუბლია, ხოლო ევრომ – 122 რუბლს გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული მედია TASS ავრცელებს.
2 მარტს მოსკოვის დროით 12:08 საათისთვის ევროს კურსი 8,8%-ით გაიზარდა და 122,39 რუბლს შეადგენს. რაც შეეხება დოლარს, მოსკოვის დროით 12:24 საათისთვის დოლარი 110 რუბლამდე გაიზარდა (+8,66%).
კომენტარები