მარნეულიდან გუშინ გადმოყვანილი 80 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 80 წლის კაცმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა.
„80 წელს ზემოთ ასაკის კაცმა დაგვიანებით, 10 დღის ავადმყოფობის შემდეგ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია და ტემპერატურის მატება. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა გოფოძემ.
ინფიცირებულის ახალ კორონავირუსზე ტესტის პასუხი, სავარაუდოდ საღამოს გახდება ცნობილი. ამ დროისთვის კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 34 პაციენტი გადის მკურნალობას. 5 პაციენტს ახალ კორონავირუსზე ტესტს დღის განმავლობაში აუღებენ.
კომენტარები