პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მხარდაჭერა გამოუცხადა. ისაუბრა უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე და აღნიშნა, რომ ვერც მოხალისეები და ვერც სანქციებისთვის არ შეერთება, ვერ იქნება მიზეზი, რადგან სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც არ შეერთებიან სანქციებს და არ გაუგზავნიათ მოხალისეები, უკრაინას ელჩები არ გაუწვევია. მან ორმაგ სტანდარზეც ისაუბრა და ნაციონალური მოძრაობის წევრებზე, ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებზე და დაასახელა:
“დავით არახამია, მხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, ყოფილი გენ. პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. სააკაშვილიც დღემდე რჩება უკრაინაში თანამდებობაზე. დამატებით პრობლემებს უქმნიან ეს ადამიანები უკრაინას და მის ხელისუფლებას.”
ირაკლი კობახიძე:
ომსა და სანქციებში ქვეყნის ჩათრევის ფარული მცდელობით, ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ახლაც მტრობენ ქვეყანას. საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ აყვება პროპაგანდას, არ ჩაერთვება სამხედრო კონფლიქტში, არ შეუერთდება სანქციებს.
ჩვენთვის უკრაინა არის არა ადეიშვილი, სააკაშვილი, არახამია, არამედ უკრაინელი ხალხი, რომელიც იმსახურებს დამოუკიდებლობას. ოპოზიციას, რომელიც ირონიულად აფასებდა ჩვენ გეგმას 2024 წელს ერვოკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანის შესახებ, დღეს აქვს შემქნილი ხელოვნური აჟიოტაჟი, ამ აჟიოტაჟს აქვს ერთადერთი მიზანი, აღნიშნული განაცხადა დაუკავშირონ სანქციებს და საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას.
ევროკავშირის წერობის განაცხადის დაკავშირება სანქციებთან ან ქვეყნის საომარ მდგომარებაში ჩარვასთან ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. პირიქით ეკონომიკურად სუსტი და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის სჭირდება, სანქციებითა და ომით დამძიმებულ ქვეყანას, ევროკავშირში გაწვერიანების პერპექტივა გაუქრებოდა.
რეალობის გათვალისწინებით, “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა, რასკავირველია პრემიერთან ერთად, მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება – განაცხადი ევროკავშირის წევრობის შესახებ დაუყოვნებლივ წარადგინოს. საქართველოს მთავრობა, დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატისათვის, მოვუწოდებ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადა და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების შესახებ. ჩვენი მიზანია საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი, უსაფრთხო ქვეყანა.”
კომენტარები