მწერალი, პაატა ქურდაძე:
„ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მართლა ატომური აპოკალიფსი რომ მოხდეს და სულ ორი ქართველი გადარჩეს, დარწმუნებული ვარ, გამოძვრებიან თუ არა ბუნაგიდან, იმ დღესვე მეგაფონებით აგინებენ ერთმანეთს, …მიტინგებს და “პერფომანსებს” მოუწყობენ , ამერიკის და ევროპის დროშებით, ფლომასტერით ინგლისურად დაწერილი მიშა-ბიძინა სლოგანებით და ა.შ…
აპოკალიფსი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ამასობაში, ამ დღეებში მსოფლიო აშკარად ინტენსიურად იცვლება, დრეში რამდენჯერემე, ყოველ წუთს… ერთი ჩვენ არ ვიცვლებით, სტაბილურად და მყარად ვდგევართ მუხლებამდე ჩაბეტონებულები იქ სადაც ბოლო ოცდაათი წელი ვიდექით, და ერთმანეთს ვუყვირივართ ისე ხმამაღლა, რომ აფეთქებების ხმაც კი არ გვესმის, რომელიც სულ უფრო და უფრო გვიახლოვდება…
რამდენიმე ათასი წლის შემდეგ ვინმე არქეოლოგი, ალბათ, პოპმეიში გამოფენილი ვეზულის ვულკანის ლავით გაქვავებული ადამიანებივით გვიპოვნის , ჟანგიანი მეგაფონებით, მიკროფონებით და ჩაკრულოს დისკით უბის ჯიბეში, გულთან ახლოს… და იტყვის, რომ აქ. ამ მიწაზე ოდესღაც დიდი ცივილიზაცია ყვაოდა… თუ რა თქმა უნდა შემთხვევით გამვლელმა მომავლის ქართველმა რამე არ ჩასჩხავლა ყურში და გული არ გაუხეთქა“
კომენტარები