„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი:
„მინდა ზელენსკის შებერტყილობას პატივი მივაგო
წარმოუდგენლად გამჭრიახი გონების პატრონი აღმოჩნდა. ზუსტად იცის ვინ, როდის და როგორ შეაქოს ან როდის დაამუნათოს. დასავლეთის სულ უფრო მზარდი სიხისტე მისი დიდი დამსახურებაცაა. ასე მგონია, კიდევ გაგვაოცებს
ჩვენც შემოგვილაწუნა გუშინ. ბევრს ეწყინა, როგორც ვხედავ და ვკითხულობ. სინამდვილეში, ძალიან საჭირო სვლა იყო და შედეგმა არ დააყოვნა. ხვალ განაცხადი შეგვაქვს დაჩქარებული წესით! ვინც ამ კავშირს ვერ ხედავთ – გაგატარებთ
ჰოდა, სამართლიანობა მოითხოვს ისიც აღინიშნოს, რომ გუშინდელ პროვოკაციას სრულიად ადეკვატურად უპასუხა საქართველომ. აზრი არ შემიცვლია – უპრინციპო და ავანტიურისტი ხელისუფლება გვყავს, თუმცა (ან სწორედ ამ მიზეზით) ამ გამოწვევას ზუსტად აუღო ალღო. ამ შემთხვევაში, ჩემი კომპლიმენტები
იმედია, მოგებული დარჩება საქართველო! “
კომენტარები