ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ვიმყოფებით განსაკუთრებულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, არსებული მდგომარეობა გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, ისევე როგორც მსოფლიო ეკონომიკაზე.
ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა. თქვენ იცით, რომ არსებობს საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.
მიმდინარეობს ყოველდღიური მსჯელობები და თუ რა დახმარებები იქნება ეკონომიკური მიმართულებით იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესს და ადამიანებს, ეს ყველაფერი იქნება გაჟღერებული”
წყარო – პრაიმტაიმი
კახა კალაძის ამ განცხადების შემდეგ უკვე სამი დღე გავიდა და მერიას ჯერ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს, მეტი და მეტი ადამიანი ურეკავს “ალიას”, რომლებიც უკვე დადგნენ რეალური პრობლემის წინაშე და არ იციან, როგორ გადაჭრან, არც არავინ ეხმარება, სამწუხაროდ.
კომენტარები