ფოტო – ნ. გედენიძე
დავით ქაცარავას მეუღლე, სოფია ხაჭაპურიძე, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“დათო ქაცარავას მიმართ ქართული საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება – ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, დელიავ რანუნი…
რომ დარჩენილიყო, რატომ დარჩა…
რომ წავიდა, სად მიდის, აქ რატომ არ რჩება…
უკაცრავად, რა ქნას, ბოლო-ბოლო?
ხო, წავიდნენ, ისე რომ ვერც გაიგეთ. ავტობუსებთან ჯგუფური ფოტოც არც გადაუღიათ და დაუდიათ..
გთხოვთ, უბრალოდ მშვიდობით დაბრუნება უსურვეთ ბიჭებს ყველამ!!!!
ეს დროშა ადრე გამოუგზავნეს დათოს უკრაინიდან.
არის ასეთი მებრძოლთა რაზმი
Aნტი Tერორისტული Oპეტაცია ,ანუ ATO. მათი ხელმოწერებია ზედ.
კი, ჩვენს ცუგას მაგიტომ ქვია ატო.
და დიახ, მაშინ ატოცის ამბებიც აქტუალური იყო.
წარმატება ამ რაზმს უკრაინის დაცვაში.
P.S. დროშა ჩემ უმცროს შვილს, ალექსანდრეს უჭირავს.”
კომენტარები