“ენერგო-პრო ჯორჯიას” პიარსამსახურის უფროსი, ავთო დვალიშვილი:
“ამაზე თუ დამჭირდებოდა კიდევ საუბარი, არ მეგონა…
პერიოდულად ვრცელდება ყალბი სია, რომელიც თითქოს საქართველოში არსებულ რუსულ კომპანიებს შეეხება…. ენერგო-პრო მოხსენიებულია როგორც რუსული კომპანია… კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ენერგო-პრო არის სრულად ჩეხური კომპანია და ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყანას წარმოადგენს საქართველოში…
ყველა სერიოზულმა მედიამ ეს კარგად იცის და აღარც ეკარებიან ამ სიას… მაგრამ ახლა ჩამიგდეს ვიღაცეების პოსტები, თურმე როგორ წუხან ამაზე…
გარდა ამისა, ამ სიაში არასწორადაა მიწერილი ობიექტების მფლობელობა კომპანიებისადმი…მოკლედ სრულად არაკომპეტენტურად შედგენილია და შესაბამისად ყალბია…
უნებლიედ თუ შეგნებულად ყალბი ინფორმაციის გამარვცელებელი არის ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი და მორჩა…!”
კომენტარები