ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი არველაძე:
“78 ობოლი ჩვილი გამოიყვანეს ხარკოვიდან.
თუ ვინმეს გინდათ შვილება ან დახმარება გამაგებინეთ გთხოვთ.
მარტო თქვენი მზადყოფნა არ ეყოფა, მაგრამ რომ ვიცოდე ვინ არის მზად, მერე რამეს ვცდით.”
მის პოსტს უკვე 2400 კომენტარი აქვს და უამრავი ადამიანი ითხოვს, მას მისცენ ერთი ბავშვის გაზრდის უფლება.
ადამიანები კომენტარებში ტოვებენ ნომრებს, თაგავენ გიორგი არველაძეს და ისე სთხოვენ დახმარებას რომელიმე ბავშვის შვილად აყვანაში.
კომენტარები:
მე მზად ვაარ გავზარდო ობლად დარჩენილი ბავშვები
დიდი სურვილი მაქვს, ჩემს პატარებთან ერთად ვაჩუქო ოჯახური სითბო თუნდაც ერთ ბავშვს მაინც,
მე ვიშვილებ, ასევე დიდი ბაბუა მყავდა უკრაინელი
ბევრნი ვართ ვინც ვიშვილებთ მადლობა ღმერთს მე ლონდონში ვარ
როგორ წამოვიყვანოთ რა საბუთები დაგვჩირდება პოლონეთიდან შეიძლება ალბათ
მე გავზრდი დიდი სიამოვნებით ჩემს 6 შვილიშვილთან ერთად თუ მომცემენ.არ მოვაკლებ რაიმეს.
დიდი სიამოვნენით ორ პატარას, თუ იქნება ამის საშუალება მეხუთე წელია არ გვყავს შვილი, რომც მყავდეს სიამოვნებით გავზრდიდი..პირადში გამომეხმაურეთ.
ძალიან მინდა ავიყვან საკუთარი შვილივით ჩავიხუტებ და მივხედავთ მთელი ოჯახი
მე ავსტრიაში ვცხოვრობ, კარგ განათლებას მივცემ და არაფერს არ მოვაკლებ, ოღონდ თქვით ვის მივმართოთ
გამარჯობა, ძალიან დამეხმარებით 2 ბავშვს სრული უზრუნველყოფით და საუკეთესო პირობებით ვიშვილებთ. დამეხმარეთ გთხოვთ
მეც ვიშვილებ დიდი სიამოვნებით. სულ ამაზე მეფიქრება ეს დღეები. ვცხოვრობ გერმანიაში, არ მოვაკლებ არაფერს.
ყოველთვის მინდოდა მეშვილა ..გოგოს ავიყვანდი პატარას..საბერძნეთში ვცხოვრობ. სად შეიძლება დაკავშირება
კომენტარები