გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიის ფედერალური ტელევიზიში, ინტერვიუსას, ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე, გერმანიის მიერ გაწეულ დახმარებაზე უკრაინასადმი, კერძოდ, იარაღის გაგზავნაზე უკრაინაში და ეს სწორ, თუმცა, ოდნავ დაგვიანებულ ნაბიჯად შეაფასა, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების საკითხსაც და თავის მეგობარს და ყოფილ კანცლერს რუსული კომპანიების დატოვებისკენ მოუწოდა.
შოლცი:
“მოვუწოდებ ჩემ მეგობარს და ყოფილ კანცლერს გერჰარდ შრიოდერს რუსულ კომპანიებში – „გაზპრომსა“ და „როსნეფტში“ თანამდებობის დატოვებისაკენ, რუსულ კომპანიებში სამსახური პირადი საქმე არ არის, ეს გერმანიის ყოფილი კანცლერისა და თვით უწყების რეპუტაციის სირცხვილს წარმოადგენს.
ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ როცა ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღებისათვის ხანგრძლივი მოლაპარაკების გზა ავირჩიეთ. ამჟამად კი ევროკავშირში მათი მიღება ის საკითხი არ არის, რითაც ახლა უნდა ვიყოთ დაკავებული. ჩვენ ჯერ ომი უნდა შევაჩეროთ, უნდა ვეცადოთ, რომ მისი ესკალაცია არ მოხდეს… ნატოს არასოდეს არ ჰქონია უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტების განლაგების გეგმები და არასოდეს არ დამუქრებია რუსეთის უსაფრთხოებას. ვლადიმერ პუტინის შეშფოთებას საფუძველი არ აქვს. არასოდეს არავინ არ ფიქრობდა რაკეტების დამიზნებას მოსკოვისადმი.
ჩვენ მოვემზადეთ, რომ გაზი სხვაგანაც გვეყიდა და ამას ვაკეთებთ კიდეც, თუმცა იმავდროულად გერმანია აგრძელებს გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის მიღებას რუსეთისაგან. “
კომენტარები