ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე, ქართველ ხალხს პირდაპირი ეთერიდან მიესალმება – შეგახსენებთ, ამ წუთებში აქცია იმართება თბილისში, სადაც უკვე უამრავი ადამიანია შეკრებილი:
“ძირფასო საქართველო, ჩვენ აქ მშვიდობისთვის ვართ შეკრებილნი. სასტიკი ომი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. პუტინში ჰიტლერი და სტალინია გაერთიანებული.
ბოდიში რომ ჩემი ხმა სუსტი იყო, რათა დამერწმუნებია ჩემი მეგობრები დასავლეთში, რომ რუსეთი სახიფათო იყო ჩვენთვის, მთელი კონტინენტისათვის.
საქართველოს ხალხი მხარს უჭერს უკრაინელებს და ეს მათი საკუთარი მომავლის მხარდაჭერაცაა, თქვენი ევროპული ცხოვრების მხარდაჭერაც.
ეს რუსეთის დასაწყისის დასასრულია და ვფიქრობ ეს მალე მოხდება. ვიცი, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დასარული დავაჩქაროთ.
მსურს მივმართო რუსეთს – შეაჩერეთ კრიმინალი პუტინის დაწყელი ომი – შემოგვიერთდით, უკრაინელები თავისუფალი რუსეთისთვისაც იღუპებიან. აუცილებელი იმ სამხედრო დამნაშავის იზოლირება, რომელსაც ხელში ატომური იარაღის ღილაკი აქვს. საქართველო, მოლდოვა, უკრაინა – ევროპული სახელმწიფოებია. ურაინამ უკვე გაიღო სისხლი იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გამხდარიყო. ვეცდები ხელი შევუწყო ჩვენ ერთ ოჯახში გაერთიანებას.
დიდება უკრაინას.”
კომენტარები